დასაქმება, იარაღის კონტროლი და ომი-პრეზიდენტმა ამ სამი მთავარი თემის ირგვლივ მეორე საპრეზიდენტო ვადის პრიორიტეტები დასახა
ამერიკის პრეზიდენტის ყოველთვიური მიმართვა კონგრესისადმი სადაც პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა. ეს იყო ობამას მეორე საპრეზიდეტო ვადის პირველი საპრეზიდენტო მიმართვა კონგრესისადმი.
დარბაზში შეკრებილი იყვნენ კონგრესის ორივე პალატის წევრები-კონგრესმენები და სენატორები, იყვნენ ადმინისტრაციისა და მინისტრა კაბინეტის წევრები და მოწვეული სტუმრები, მა შორის იარაღის ძალადობით გამოწვეული ტრაგიკული ინციდენტების მსხვერპლი ოჯახები. მან მოხსენება დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მოკლე მიმოხილვით და აღნიშნა, რომ ღრმა რეცესიის შემდეგ, ამერიკის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა, უკეთესობაა დასაქმების, სამომხმარებლო და უძრავი ქონების ბაზრებზე. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და საშუალო ფენის გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა ორივე პოლიტიკური პარტიის წევრებს, განსაკუთრბეით კი კონგრესში, მოუწოდა ერთად იმუშავონ ამერიკის ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის გასაზრდელად.
ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა განათლების დარგში ინვესტიციების გაზრდის აუცილელობის შესახებ და შტატების მეთაურებს მოუწოდა ფედერალურ მთავრობასთან ერთად ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემის შესაქმნელად, ისეთი სისტემისა, რომელიც უკეტ მოამზადებს ამერიკელ ახალგაზრდობას რეალური უნარ-ჩვევებისა და სამსახურის მისაღებად.
ხაზგასმული იყო საემიგრაციო რეფორმის მნიშვნელობა და ამ სფეროში კონგრესმენების მონაწილეობის აუცილებლობა. ამასთანავე, პრეზიდენტმა კონგრესს იარაღის ტარების კონტროლის საკითხში ერთსულოვნებისკენ მოუწოდა და გაახსენა ის ტრაგიკული ინციდენტები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკაში მოხდა.
საგარეო პოლიტიკის დარგში პრეზიდენტმა ილაპარაკა ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციაზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ავღანეთიდან 34 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაბრუნდება და ამით ომი ავღანეთში დასრულდება.
ობამამ ძალიან მოკლედ თქვა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს სირიის პრეზიდენტზე ზეწოლას და ამასთან, სირიის ოპოზიციის-სირიელი ხალხის ნების ლეგიტიმური ძალის- მხარდაჭერას, რომ ირანმა უნდა გააცნობიეროს თავისი არჩევანი და დაუფიქრდეს იმ დიპლომატიურ შესაძლებლობას, რომელიც მის წინაშე არსებობს. ბარაკ ობამამ ისრაელს კიდევ ერთხელ შესთავაზა მხარდაჭერა სუვერენიტეტის დაცვის საქმეში და რუსეთთან კი თანამშრომლობის გაგრძელება დასახა ერთერთ მიზნად.
და ბოლოს, მან ყველა ამერიკელს კიდევ ერთხელ თხოვა და შეახსენა, რომ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი შეგნება და ერთად მუშაობით შეიტანონ წვლილი ქვეყნისა და ადამიანების კეთილდღეობაში.