"ვწუხვართ, საიტზე ტექნიკური სირთულეებია. გთხოვთ სცადეთ კვლავ სცადეთ, ცოტა ხანში" - ეს არის წარწერა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე ვიზიტორებს ხვდებათ, განყოფილებაში, სადაც პრეზიდენტ ტრამპის ბიოგრაფია უნდა იყოს განთავსებული. საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდი, შეფერხებით მუშაობს.
მანამდე, დეპარტამენტის ვებ გვერდზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბიოგრაფიაში ეწერა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა დღეს, 2021 წლის 11 იანვარს სრულდება.
"დონალდ ტრამპის ვადა დასრულდა 2021-01-11" - ეწერა ვებ გვერდზე.
მანამდე, ვებ გვერდზე იგივე შინაარსის ინფორმაცია, ასევე ეწერა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შესახებ.
მედიაში ვრცელდება, ამ დრომდე დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე იძიებს და რომ ეს შეფერხება სავარაუდოდ დეპარტამენტის გაბრაზებული თანამშრომელის ნაბიჯის შედეგია.
ვებ-გვერდს პრობლემები იმ დროს შეექმნა, როცა სახელმწიფო მდივანი "ამერიკის ხმას" სტურმობდა. მაიკ პომპეომ, ამერიკის ხმის თანამშრომლებს მიმართა და შეკითხვებს უპასუხა.