აშშ სახ.დეპი მწუხარებას გამოთქვამს სასაზღვრო გადასასვლელების დაკეტვის გამო

Bulgarians sing, play bagpipes and chain dance in the icy waters of the Tundzha river during Epiphany, in Kalofer.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი. “გადასასვლელების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს. ამგვარი ქმედებები არამხოლოდ ართულებს ადგილობრივთა ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არამედ ნიადაგს აცლის საზოგადოების ნდობასა და რწმენას და აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც კონფლიქტისაგან დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველ მექანიზმადაა აღიარებული. შეერთებული შტატები მხარს უჭერს აღნიშნული გადასასვლელების გახსნას, რათა ბავშვებს სკოლაში სიარულის, ხოლო მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სავაჭრო საქმიანობის წარმართვის, ნათესავებთან მისვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მიეცეთ,-" ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულიაისიც, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგმო“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია – დახურვა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას“-ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ადგულობრივთა განცხადებებზე დაყრდნობით, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. საზღვარი კვირას ცალმხრივად იყო გახსნილი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ, ორშაბათიდან კი ეს გადასასვლელები ორმხრივად ჩაიკეტა.