კიბერ-შეტევა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად

ამერიკის შეერთებული შტატების და ადგილობრივი მთავრობების ვებსაიტები კვირას კიბერ შეტევის სამიზნე გახდა. ჰაკერები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ მესიჯს ავრცელებდნენ.

„ამაზე პასუხს აგებ შენ-ტრამპი, შენ და თითოეული, ვისაც მუსლიმთა სისხლისღვრაში ბრალი მიუძღვის“, - ნათქვამი იყო გავრცელებულ მესიჯში. მესიჯი სრულდებოდა ფრაზით „მე მიყვარს ისლამური სახელმწიფო“.

ყველაზე დიდი ზიანი შეტევამ ოჰაიოს შტატს მიაყენა. იქ ჰაკერებმა გუბერნატორის ჯონ კასიჩის საიტზე განახორციელეს შეტევა.

„როგორც კი მომხდარის შესახებ შეგვატყობინეს, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მისი გამოსწორება და გავაგრძელებთ მონიტორინგს, სანამ პრობლემა სრულიად არ გადაწყდება“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ჰაკერების ჯგუფმა „გუნდი სისტემა DZ”, შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო.