მოხდება თუ არა სტარტის ხელშეკრულების რატიფიცირება?

მოხდება თუ არა სტარტის ხელშეკრულების რატიფიცირება?

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ამერიკის სენატში საკმარისი ნება არსებობს იმისთვის, რომ სტარტის ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდეს.

ეს განცხადება ქალბატონმა კლინტონმა ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, რომ სენატი სტარტის რატიფიკაციას წლის ბოლომდე მოახდენს.

სტარტის ხელშეკრულება ამერიკასა და რუსეთში ბირთვული იარაღის შემცირებას ისახავს მიზნად. მისი რატიფიკაცით მხარეები თანხმდებიან, რომ ბირთვულ არსენალს 30 პროცენტით შეამცირებენ.

რესპუბლიკელემა შეიძლება რატიფიკაციის პროცესი შეაფერხონ, გამომდინდარე იმ მოსაზრებიდან, რომ სტარტი ამერიკის ბირთვული შესაძლებელობების მოდერნიზაციას ხელს შეუშლის და ქვეყნის ბირთვული თავდაცვის მექანიზმებს შეასუსტებს.