ბრაჰიმი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ დილით შეხვდება, ხოლო პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა
გაეროსა და არაბული ლიგის მშვიდობის დესპანი სირიაში, ლახდარ ბრაჰიმი დღეს დამასკოში იმყოფება, სადაც სირიის ოფიციალურ პირებთან ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბრაჰიმი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვალიდ მუალემს ხვალ დილით შეხვდება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გაიმართება თუ არა შეხვედრა გაეროს დესპანსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შორის.
ბრაჰიმი ცეცხლის ოთხდღიან შეწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ისლამურ დღესასწაულს - იიდ-ალ ადჰას, იგივე ყურბან ბაირამს ემთხვევა.