იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშები, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაგრძელდება. ეს ტოკიოში განთავსებულ არენებზე, ოლიმპიადაზე მაყურებლის დასწრებას კრძალავს.
„დელტა შტამის ზემოქმედების გათვალისწინებით, ინფექციის მაღალი გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პრევენციული ზომები“ - აცხადებს იოშიჰიდე სუგა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი.
ასევე ნახეთ: "ფაიზერ-ბიონტექს" მესამე დოზის დამტკიცება სურსოლიმპიადა 23 ივლისიდან, 8 აგვისტოს ჩათვლით იმართება. იაპონიის დედაქალაქში კი საგანგებო მდგომარეობა 23 ივლისიდან, 22 აგვისტომდე იმოქმედებს. 24 აგვისტოს პარაოლიმპიადა იწყება, ამ თამაშებზე მაყურებლის დასწრების საკითხი, ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
აკრძალვების დაწესებამ მნიშვნელოვანი დარტმა მიაყენა ოლიმპიადის ორგანიზატორებს, რომლებიც ბილეთების გაყიდვიდან, 800 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავალს ელოდნენ. დაზარალდა იაპონიის მთავრობაც, რომელმაც თამაშების ორგანიზებაზე $15.4 მილიარდი დახარჯა.
ასევე ნახეთ: ტოკიოს ექიმები ოლიმპიური თამაშების გაუქმებისკენ მოუწოდებენოლიმპირური თამაშების დაწყებამდე, ჯანდაცვის სპეციალისტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ თამაშებზე მრავალრიცხოვანი მაყურებლის დასწრება იგეგმებოდა. ამიტომ, ისინი როგორც მთავრობის, ასევე ოლიმპიადის ოფიციალურ პირებს მოუწოდებდნენ, უარი ეთქვათ თამაშებზე მაყურებლის დაშვებაზე.