ჩრდილოეთ კორეაში საგანგებო წარმომადგენელი დაინიშნა

23 აგვისტოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ჩრდილოეთ კორეაში საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობაზე სტივ ბიგანი წარადგინეს. სტივ ბიგანი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარმართვა მოუწევს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარადგინა.

პომპეომ თქვა, რომ ახლადდანიშნულ საგანგებო წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკაში დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული რთულ მოლაპარაკებებში. ბიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში კომპანია „ფორდ მოტორიდან“ გადავიდა, სადაც ამ კომპანიის საერთაშორისო სამთავრობო საქმეების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

ბიგანი, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, კონგრესში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აღმასრულებელ შტოში მუშაობდა. მის თანამდებობებს შორის, სენატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, სენატორ ბილ ფრისტის, ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა იყო. ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმასრულებელ მდივნად და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის კანცელარიის უფროსადაც მუშაობდა.