გარკვეული პირობების შემთხვევაში დაჯგუფება საბოლოოდ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს
ბასკების სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფება "ეტა" აცხადებს, რომ ის მზადაა მოლაპარაკებები გამართოს ესპანეთის და საფრანგეთის ხელისუფლებასთან დაჯგუფების განიარაღებისა და დაშლის შესახებ. ეს განცხადება შაბათს "ეტას" ვებგვერდზე გამოჩნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში დაჯგუფება საბოლოოდ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს და ჩააბარებს იარაღს. მოთხოვნათა შორისაა ბასკი პატიმრების გადაყვანა იმ ციხეებში რომელიც ახლოსაა ბასკეთთან.