გამოკითხვები: ესპანეთის საპარლამენტო არჩევნების წინ კონსერვატორები ლიდერობენ

ოთხშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანხმად, ესპანეთის მთავარი ოპოზიციური სახალხო პარტია ლიდერობს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც წლის ბოლოსთვისაა დაეგმილი, თუმცა სამუშაო უმრავლესობის მისაღებად მას ულტრა-მემარჯვენე ეროვნულ-კონსერვატიულ (Vox) პარტიასთან ალიანსი დასჭირდება.

გამოკითხვა კერძო კომპანია „40dB”-მ გაზეთ „ელ პაისის“ შეკვეთით ჩაატარა. მისმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მმართველი სოციალისტური პარტია გარკვეულ პოზიციებს კარგავს აპრილში ჩატარებულ იმ გამოკითხვასთან შედარებით, რომლის შედეგებითაც, სახალხო პარტიასთან თითქმის თანაბარი პოზიცია ჰქონდა.

ასევე ნახეთ: ესპანეთი ქვეყნიდან 25 რუს დიპლომატს აძევებს

გამოკითხვაში ჩართული იყო ორი სცენარი იმის შესახებ თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ძალები: მემარცხენე საარჩევნო პლატფორმა „სუმარი“ და სოციალისტების მართული კოალიციის უმცროსი პარტნიორი „უნიდას პოდემოსი“ - ერთობლივად თუ დამოუკიდებლად.

გამოკითხვის თანახმად, თუ ისინი არჩევნებში დამოუკიდებლად ჩაერთვებიან, სახალხო პარტია და ეროვნულ-კონსერვატიული პარტია 350-ადგილიან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის, 170 ადგილის მიღებას მიუახლოვდებიან. არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობის შემთხვევაში კი მემარჯვენე კოალიცია 161 ადგილის მიღებას შეძლებდა.