ესპანეთის მთავრობამ კოვიდ-19-ით ინფიცირების მკვეთრი ზრდის გამო, დედაქალაქში შეზღუდვები თავიდან დააწესა. 3 მილიონი მოსახლეობის მქონე მადრიდში, შინიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.
ასეთად ითვლება სასწავლებელში, სამსახურში, საყიდლებზე და სამედიცინო საჭიროებისთვის გასვლა. მადრიდში ყველა ბარი და რესტორანი ადრე დაიხურება და მათი მუშაობა მხოლოდ 50%-ის დატვირთვით იქნება ნებადართული.
ხელახალი შეზღუდვების დაწესება 9 მუნიციპალიტეტს შეეხება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ოთხშაბათს გამართული თათბირის შემდეგ მიიღეს. მასში პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობასთან ერთად, ესპანეთის ავტონომიური რეგიონების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.
ასევე ნახეთ: ევროპის ქალაქებში ხელმეორედ შეზღუდვები წესდება კოვიდ-19-ით ინფიცირების ზრდის ფონზეევროპაში ინფიცირების მაჩვენებლები სწრაფად იზრდება. ესპანეთში ყოველ 100 000 მოსახლეზე 300 ინფიცირებული მოდის. მადრიდის რეგიონში ეს მაჩვენებელი ორჯერ აჭარბებს: 780 - ყოველ 100 000 ადამიანზე.
შეზღუდვები მაშინვე დაგმო დედაქალაქის მემარჯვენე რეგიონულმა მთავრობამ. მან ესპანეთის მთავრობა რეგიონში პანდემიის მართვის სტრატეგიაში ჩარევაში დაადანაშაულა. ახალ გადაწყვეტილებას მადრიდის ადგილობრივ მთავრობასთან ერთად აპროტესტებს კატალონია და კონსერვატორების მიერ მართული ესპანეთის 3 რეგიონი.
ასევე ნახეთ: პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა