ესპანეთში დეფიციტი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას ესპანეთის მთავრობა წინასწარმეტყველებდა რამდენიმე დღის წინ. ესპანეთის ახალმა კონსერვატიულმა ხელისუფლებამ გასულ კვირას გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2011 წლის დეფიციტი მთლიანი წლიური შემოსავლის 8%-ს შეადგენს. თუმცა ორშაბათს ფინანსთა მინისტრმა ლუი დე გუინდოსმა განაცხადა, რომ დეფიცითი შესაძლოა კიდევ უფრი გაიზარდოს.
ახალი ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მთავრობას კვირის ბოლომდე ეკონომიკის გადარჩენის ახალი მკაცრი გეგმა უნდა წარედგინა. ეს იმ ფონზე, როცა მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯი და გადასახადები გაზარდა, რითაც ბიუჯეტი 19 მილიარდი დოლარით შეკვეცა. ამასთან, ფინანსთა მინისტრი მოსახლეობას ქვეყანაში მკაცრი რეფორმების გატარებას პირდება.