მთავრობა ევროკავშირის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს
მადრიდის ქუჩებში უმუშევართა რიგები დგას. უკანასკნელი მონაცემებით, დაუსაქმებელთა რაოდენობამ ესპანეთში მოსახლეობის 25 პროცენტს გადააჭარბა.
„იმ დროს, რასაც ადრე შვილებთან ყოფნას ვახმარდი, ახლა სამსახურის ძებნას და ახალი კვალიფიკაციის შეძენას ვანდომებ. ინფორმატიკას ვსწავლობ. ეს ჩემთვის სრულიად ახალი სამყაროა და დიდი დრო მიაქვს,“ - ამბობს უმუშევართა რიგში მდგომი ალვარო.
„47 წლის ქალი ვარ, ქმარს გაყრილი. ბინის გადასახადსაც ვერ ვიხდი. ვერც ბავშვების მინიმალურ ხარჯებს ვწვდები. ასე ცხოვრება წარმოუდგენელია,” - ეს როზაა, ისიც სამსახურს ეძებს.
ხუანი ამბობს, რომ ცოლის მოყვანა უნდა, მაგრამ ეს სიტუაცია თუ დიდხანს გაგრძელდა, უკვე აღარ იცის, როდესმე თუ მოახერხებს დაოჯახებას.
დასაქმების სამსახურის ოფისში ნაწილი სახელმწიფოსგან უმუშევრობის კომპენსაციის გახანგრძლივებისთვის მივიდა. რიგში მდგომთა უმეტესობა სამსახურს ეძებს. ვაკანსია კი ქვეყანაში ძალიან ცოტაა. მშენებლობების უმეტესობა შეჩერებულია, ბიზნესები კი საკმარის კრედიტს ვერ შოულობენ, რომ გაიზარდონ. მათი უმრავლესობა არსებობის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფკავშირის თანამშრომელი, მანუელ ბონმატი ამბობს, რომ უმუშევართა რიგები ასეთი გრძელი ჯერ კიდევ დიდხანს იქნება.
„ისეთი გრძნობა მაქვს, რომ შესაძლოა ყველაფერი კიდევ უფრო უარესობისკენ წავიდეს. ალბათ ასეც იქნება. ქვეყანა პარალიზებულია, ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა - გაყინული“ - ამბობს ის.
მადრიდის ზოგიერთ უბანში ამის დაჯერება ძნელია. მდიდრულ სავაჭრო ქუჩებს ეკონომიკური კრიზისის ნიშანწყალიც არ ეტყობა. თუმცა, ესპანელები საყიდლებზე სიარულს ისე ხშირად ვეღარ ახერხებენ, როგორც ადრე. უმეტესობას ხელფასი შეუმცირდა. ბევრმა სამსახური დაკარგა.
ესპანელი ლიდერები ევროკავშირის მასტიმულირებელი ფინანსური პაკეტის აღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. საპროცენტო განაკვეთის შემცირების და ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელი თანხების მიღებას წინაპირობად კაბალური საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვება. ზოგიერთი ეკონომისტი თვლის, რომ ესპანელები დროს ზედმეტად აჭიანურებენ და დახმარება დაგვიანების შემთხვევაში ეფექტურობას დაკარგავს. ამ აზრს გუნტრამ ვულფიც იზიარებს, ანალიტიკოსი ბრუგელის ევროპული კვლევითი ცენტრიდან.
„მათ სწორ მომენტში მოქმედების შანსი არ უნდა დაკარგონ. ეს მომენტი შესაძლოა ამ წუთას იდგეს. ახლა ესპანეთს მეტი საშუალება ექნება თვითონ განსაზღვროს თამაშის წესები,“ - აღნიშნავს ის.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამის თქმა იოლია, მაგრამ პოლიტიკურად - საკმაოდ რთული განსახორციელებელი. ტექნიკური სირთულეები არამარტო ესპანეთის, არამედ ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდანაც გაჩნდება. ეკონომიკის პროფესორს, ფედერიკო სტეინბერგს მადრიდის ავტონომას უნივერსიტეტიდან მიაჩნია, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწევადია და ამის გამო მასტიმულირებელი პაკეტის მიღების დაგვიანება არ ღირს.
„ევროზონა ესპანეთის გარეშე სავარაუდოდ ვერ გადარჩება. საბოლოო ჯამში, ისინი ევროს სახსნელად ნებისმიერ ღონეს იხმარენ, მათ შორის იმასაც, რაც ესპანეთის გადარჩენისთვის არის აუცილებელი,“ - აღნიშნავს ესპანელი პროფესორი.
ეკონომისტები თვლიან, რომ ევროკავშირის დახმარება ადრე თუ გვიან გარდაუვალი გახდება. ფაქტია, რომ ესპანეთში მილიონობით უმუშევარია და თავად დაუსაქმებელთა შორის დიდი ნაწილი - წლობით უმუშევარი.