უმუშევრობა ესპანეთში

დაუსაქმებელ ესპანელთა რაოდენობამ 27.2 პროცენტი შეადგინა
ესპანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულ ზღვარს აღწევს. წლის პირველ კვარტალში დაუსაქმებელ ესპანელთა რაოდენობამ 27.2 პროცენტი შეადგინა. საგანგაშო მდომარეობაა ამ მხრივ საფრანგეთშიც. მარტში არსებული მონაცემებით, უმუშევართა რიცხვი საფრანგეთში 1,2%-ით გაიზარდა, ანუ ამ დროისთვის 3 224 600 ადამიანი საფრანგეთში სამუშაოს გარეშეა. 2012 წლიდან კი ეს მაჩვენებელი 11,5% ითაა გაზრდილი.

6 მილიონზე მეტი ესპანელი ამჟამად უმუშევარია რაც იმაზე მიუთითებს , რომ როგორც ესპანეთში ისე ევროზონის მრავალ სხვა ქვეყენაში კრიზისი ჯერ არ დაძლეუა. უმუშევრობის მაჩვენებლები ხუთშაბათს ესპანეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.