ესპანეთში კრიზისი ღრმავდება

მთავრობა აღებული კრედიტების მაღალი საპროცენტო განაკვეთის მომსახურებას ვეღარ ახერხებს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით გაღრმავების გამო, მთავრობა აღებული კრედიტების მაღალი საპროცენტო განაკვეთის მომსახურებას ვეღარ შეძლებს.

ესპანეთის ლიდერმა პარლამენტისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, ევროზონის ლიდერებს 125-მილიარდიანი ფინანსური სტიმულირების პაკეტის მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, დახმარების პაკეტი არა ოფიციალურ მადრიდს, არამედ უშუალოდ ბანკებს უნდა მიეწოდოს. მოთხოვნა ბრიუსელში ევროზონის 17 წევრი ქვეყნის ლიდერებს შორის ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე გახმოვანდება - აღნიშნავს პრემიერი.