სკანდალში გარეული ესპანეთის მმართველი პარტიის ელიტა აღმოჩნდა
ესპანეთში კორუფციის სკანდალის სულ უფრო ახალი დეტალები იკვეთება, რომელშიც გარეული მმართველი პარტიის ელიტა აღმოჩნდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პარტიის ყოფილი ხაზინადარის ლუის ბარსენას საქმიანობა და სხვა პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება, რომელიც ახლა მჟღავნდება, ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
გასულ კვირას გამოაშკარავდა ზოგიერთი ფაქტი, რამაც ინვესტორთა ნდობა შეარყია, რაც აისახა ესპანეთის ვალის ზრდაზე. ესპანეთში ეკონომიკურმა რყევებმა კი შესაძლოა მთელს ევროზონაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს.