ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით 619 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ დღეში, გარდაცვალებათა მაჩვენებელი 109-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, - ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 5 167 შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალუერი მონაცემებით, ჯამში დღემდე, ესპანეთში ვირუსი 166 019 ადამიანს დაუდასტურდა, 16 972 კი გარდაიცვალა.