ესპანეთმა კატალონიის მთავრობის ოფიციალური პირები დააპატიმრა

ესპანეთის პოლიციამ სამთავრობო ოფისებში ჩატარებული რეიდის დროს, კატალონიის მთავრობის 13 ოფიციალური პირი დააპატიმრა, რამაც ბარსელონის ქუჩებში ათასობით ადამიანის საპროტესტო გამოსვლა გამოიწვია.

პოლიციამ დაადასტურა, რომ რეიდი და დაპატიმრებები კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დაგეგმილ რეფერენდუმს უკავშირდებოდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

მადრიდი რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს და ბოლო დღეებში მისი შეჩერების მცდელობები გაიზარდა. თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთის წარმატებული ადმინისტრაციული მხარის მთავრობის წევრები რეფერენდუმის გაუქმების ნიშანს არ იძლევიან.

კატალონიის მმართველი, დამოუკიდებლობის მომხრე კოალიცია აცხადებს, რომ თვითგამორკვევის საყოველთაო უფლება, ესპანეთის კანონებზე მაღლა დგას.