კოსმოსურ ხომალდებს ადრე მხოლოდ ერთეულ სახელმწიფოთა მთავრობები უშვებდნენ, ახლა კი საქმეში კერძო კომპანიები და სხვადასხვა ქვეყნები ერთვებიან
Your browser doesn’t support HTML5
კოსმოსური პროგრამების მომავალი ამერიკული კომპანიისთვის -ორბიტული მეცნიერების კორპორაცია- იმედისმომცემად გამოიყურება. ხუთშაბათს კომპანიამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტით ტვირთის პირველი ნაწილი გაუშვა.
„ნასამ“ ხელშეკრულება კიდევ ერთ კომპანიასთან დადო, რომელიც ორბიტული მეცნიერების კორპორაციასთან ერთად სადგურზე ტვირთის მრავალჯერად მიწოდებას უზრუნველყოფს.
პირველი კომერციული რაკეტა, რომელმაც დედამიწიდან ორბიტაზე სატელიტი გაიტანა, კომპანია „არიანსფეისმა“ 30 წლის წინ გაუშვა. ამ მხრივ 2014 წელი რეკორდული იქნება, ამბობს ევროპული კომპანიის ამერიკული ნაწილის ხელმძღვანელი კლეიტონ მორი.
(Mowry ACT)
„გასულ წელს 8 რაკეტა გავუშვით. წელს 10 რაკეტით რეკორდს დავამყარებთ. თუმცა, 2014 წლის გეგმაში 13 რაკეტის გაშვებაა“ - ამბობს ის.
კლეიტონის თქმით, მზარდ ინტენსიურობას კოსმოსურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ინდუსტრიების გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. მათ მეტი კომერციული სატელიტები სჭირდებათ. თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ „ნასას“ მიერ „შატლის“ პროგრამის დახურვამ კოსმოსურ პროგრამებს დიდი ზიანი მიაყენა.
ჯენის სტარზიკი ორგანიზაციაში -ვაშინგტონის კოსმოსური ბიზნესის მრგვალი მაგიდა- საგანმანათლებლო პროგრამებს კურირებს.
(Starzyk ACT)
„შატლის“ პროგრამის დახურვამ უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვა“, ამბობს ის.
(NAT Sound)
დეკემბერში ჩინეთი იყო რიგით მესამე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე დაჯდომა მოახერხა. სულ მცირე ხნით ადრე ეს ინდოეთმაც შეძლო. დანიაში რამდენიმე ენთუზიასტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ კოსმოსში გაფრენა არც ისე ძვირი სიამოვნებაა. კრისტიან ვონ ბენგსონი, კომპანიიდან „კოპენჰაგენ-სუბორბიტალი“ საზოგადოებრივი ფონდების მოზიდვით, ბავშვობის ოცნების განხორციელებას ცდილობს. ის თვლის, რომ ხელნაკეთი რაკეტის 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაშვებას შეძლებს.
„ყველას გონია, რომ კოსმოსში ადამიანის გაშვება მხოლოდ მთავრობას შეუძლია და ეს მილიარდობით დოლარი ჯდება. იმედი მაქვს დავამტკიცებ, რომ ამის გაკეთება შემჭიდროვებული ბიუჯეტით ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია“ - აცხადებს ის.
კრისტიანს იმედი აქვს, რომ რაკეტას კოსმოსში 2020 წელს გაუშვებს.
2014-ში კი ჯენის სტარზიკი ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის მთავარი მიზანი ინდუსტრიაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის მიზიდვაა.
„ეს უმეტეს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ახალგაზრდები ინჟინერიით, კერძოდ კი კოსმოსური ინჟინერიით უნდა დავაინტერესოთ“ - ამბობს ის.
სპეციალისტის თქმით, კოსმოსური ბიზნესის გაფართოება ახალი ტალანტების ძიების აუცილებლობას აჩენს, რაც კოსმოსური პროგრამებით დაკავებული ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს.