ხმის მიცემა ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე დასრულდება, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი
ოთხშაბათს სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნებზე ერთმანეთს ყოფილი სამხედრო მმართველის ქალიშვილი და ყოფილი ადამიანის უფლებათა დამცველი უპირისპირდება.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე დასრულდება, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წინასწარი გამოკითხვებით, მმართველი კონსერვატორული პარტიის ლიდერი პაკ გინ ჰე ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერს მუნ ჯაი ინს დაუპირისპირდება.
პაკი სამხრეთ კორეის დიქტატორის პაკ ჩონ ჰის ქალიშვილია. გამარჯვების შემთხვევაში , იგი სამხრეთ კორეის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
მუნი პაკის მამის მართველობის დროს ანტისამთავრობო საქმიანობის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა.