ამერიკელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში ჩავიდა.

ამერიკელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში ჩავიდა.

შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო დასჯის საკითხის განხილვაა, რომელიც სამხრეთ კორეის გემის ჩაძირვას უკავშირდება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კურტ კემბელი უკვე შეხვდა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს იუ მუნგ ვანს და სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ცნობილია, საერთაშროისო საგამოძიებო ჯგუფმა უკვე დაადგინა, რომ სამხრეთ კორეული გემი, 26 მარტს ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან გაშვეუბულმა ტორპედომ იმსხვერპლა. ამ შეტევას 46 მეზღვაური შეეწირა. სიცოცხლე შეეწირა.

„ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციების წინაშე ვდგავართ. უახლოეს დღეებში ჩვენი პოზიციის და სიძლიერის დემონსტრირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა კემბელმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას ახდენს. მისი თქმით, ორივე მხარე ერთობლივი ღონისძიებების გატარებაზე ზრუნავს.