მომავალ თვეში, ტაილანდის დედაქალაქში დაგეგმილ ასეანის სამიტზე, შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიონ. 16 სახელმწიფოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ე.წ. სამხრეთ ჩინეთის ზღვის კოდექსი, ბანკოკში დაგეგმილი სამიტის უმნიშვნელოვანესი საკითხები იქნება.
ჩინეთსა და აზიის 5 სხვა სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებშიც პროგრესია. ამ სახელმწიფოების მოსახლეობა მთელი მსოფლიოს 45 %-ს შეადგენს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის 10 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ბლოკის ყოველწლიურ სამიტს ნოემბრის დასაწყისში დაესწრებიან. მათ შორის იქნება იაპონიის პრემიერი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და ჩინეთის პრემიერი. სამიტს სავარაუდოდ ასევე დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი.