რუსი მასწავლებლები რუსული ვაქცინის წინააღმდეგ

რუსეთში მასწავლებელთა დამუკიდებელი პროფესიული კავშირი გაერთიანების წევრებს მოუწოდებს არ გაიკეთონ რუსეთის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V”. რუსეთში ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გაკეთება ზოგიერთი პროფესიული ჯგუფისთვის, მათ შორის, სამხედრო პერსონალისთვის, სავალდებულოა.

გასული კვრიდიან, უკვე დაიწყო მოსკოვის კლინიკების ვაქცინით მომარაგება. ვაქცინ, ქვეყნის შიგნით გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებულია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოცდის ბოლო, მესამე ფაზა მხოლოდ გასულ ოთხშაბათს დაიწყო. ამ ფაზაში, საცდელ ვაქცინაციაში 40 000 ადამიანი მონაწილეობს.

ასევე ნახეთ: მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით მიღწული შეთანხმების მიხედვით, მასწავლებლები და ექიმები მათ შორის არიან, ვისაც ვაქცინის გაკეთებას სექტემბრიდან შესთავაზებენ.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ სამხედროებისთვის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება.

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიულმა გაერთიანებამ ონლაინ პეტიცია შექმნა, რომელიც ითხოვს, რომ მასწავლებლებისთვის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იყოს იქამდე, ვიდრე ვაქცინა ყველა კლინიკურ შემოწმებას წარმატებით არ გაივლის. პეტიციის ავტორები ფიქრობენ, რომ სკოლის დირექტორები წნეხის ქვეშ იქნებიან მასწავლებლებს ვაქცინის გაკეთება აიძულონ.

ასევე ნახეთ: რუსეთის მხრიდან ვაქცინის შექმნაში პირველობისთვის შეჯიბრი დასავლეთში ნდობას არ იწვევს

პეტიციის ავტორ პროფკავშირში 1.2 მილიონი რუსი მასწავლებლიდან, მხოლოდ 700 პედაგოგია გაერთიანებული. ამ დროისთვის, პეტიციას ხელს 1500 მდე ადამიანი აწერს.

პედაგოგები შიშობენ, რომ მათ ვაქცინის გაკეთებას წნეხით აიძულებენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. ჯანდაცვის უწყების პოზიციას იზიარებს მოსკოვის მერიაც.

პროფკავშირის თანათავმჯდომარე, მარინა ბალუიევა, სანკტ-პეტერბურგელი ინგლისურის მასწავლებელი კი აცხადებს, რომ ასევე ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო მასწავლებლების მიერ საკლასო ოთახების დასუფთავება. მისი თქმით, პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის დასუფთავება მოსთხოვეს. ვინც დალაგებაზე უარი თქვა პრობლემები შეექმნათ.

ასევე ნახეთ: რუსეთი ახალი ვაქცინის უსაფრთხოებაზე შიშებს, "უნიადაგოს" უწოდებს

რუსული ვაქცინის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დასავლელი მეცნიერები იქამდე მაინც, ვიდრე ვაქცინა გამოსაცდელ პროცედურებს სრულად და სრულფასოვნას არ გაივლის და რუსი მეცნიერები კვლევების სამეცნიერო შედეგებს კოლეგებს არ გააცნობენ.