სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ქუჩებში მიმდინარე ბრძოლის დროს.
მეამბოხეებმა ნაღმტყორცნებით დაბომბეს პრეზიდენტის სასახლე,თუმცა ნაღმები იქვე მდებარე ლტოლვილთა ბანაკში ჩამოვარდა და უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა.
ალ-შაბაბის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაიჭრა. სომალის არმიის პოლკოვნიკის განცხადებით დაბომბვის დროს პრეზიდენტის სასახლე არ დაზიანებულა.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ალ-შაბაბმა მეორედ სცადა პრეზიდენტის სასახლის დაბომბვა.