სომალის პრეზიდენტი ტერაქტს გადაურჩა

პრეზიდენტი ჰასან შეიხ მოჰამადი სასტუმროში თვითმკვლელ ტერორისტებს უნდა აეფეთქებინათ
სომალის ახალი პრეზიდენტი, ჰასან შეიხ მოჰამადი ოთხშაბათს, ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოგადიშუს სასტუმროში თავის აფეთქება დააპირეს.

პრეზიდენტი მოჰამადი კენიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სამუელ ონგერის უნდა შეხვედროდა. ტერორისტების თავდასხმის დროს ონგერი ჟუნრალისტებთან პრესკონფერენციას ატარებდა.

აფრიკის კავშირის სამხედრო ძალების განცხადებით, სასტუმროში ჯარისკაცებმა სამი ტერორისტი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ისინი ბომბის დეტონირებას გეგმავდნენ. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახერხა ასაფეთქებლის დეტონირება. თუმცა, მოხერხდა მესამე ტერორისტის ლიკვიდაცია.

დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სამხედრო დაჯგუფებამ - ალ-შაბაბმა აიღო.