გულშემატკივრის სოლიდარობა კაშიას
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. „დინამო არენაზე“ მისული ფანების უმრავლესობამ კი სოლიდარობა გურამ კაშიას გამოუცხადა. ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული „სან ხოსეს“ მცველი LGBT თემის მხარდაჭერისთვის, თითქმის წელიწადია, სამშობლოში აგრესიული თავდასხმებისა და სიძულვილის სამიზნედ იქცა.