მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის გამოცდა

შეერთებული შტატების გარშემო ორთვიანი მოგზაურობა ნიუ იორკის დალასის აეროპორტში წარმატებით დასრულდება
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი, რომელიც მწარმოებლების ვარაუდით მალე მსოფლიოს საჰაერო სივრცეს დაიპყრობს, სან ფრანცისკოს ყურედან პარასკევს დილით აფრინდა. ეს იყო შეერთებულ შტატებზე გადაფრენის პირველი მცდელობა ყოველგვარი საწვავის გარეშე, მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენებით.
თვითმფრინავმა გეზი დილის 6 საათზე აიღო ფენიქსის მიმართულებით. ნელი ტემპის გამო, ფრენის სავარაუდო დრო 15-20 იყო.
თვითმფრინავი დალასში, სენტ ლუისსა და ვაშინგტონში მოკლე დროით შეჩერდა სასურველი ამინდის მოლოდინში. ეკიპაჟი იმედოვნებს, რომ შტატების გარშემო ორთვიანი მოგზაურობა ნიუ იორკის დალასის აეროპორტში წარმატებით დასრულდება.