ინტერნეტის როლი პოლიტიკურ საქმიანობაში ბოლო 20 წლის მანძილზე განუზომლად გაიზარდა.
ყოველი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ინტერნეტის გავლენა განსაკუთრებით იზრდება. 2012 წელს კი სოციალური მედიის, ფეისბუქის და თვითერის როლი უნდა აღინიშნოს. ამ საშუალებებს პოლიტიკური კომუნიკაციისთვის განუზომელი მნიშვნელობა ენიჭებაT. „ამერიკის ხმის“ კორესპოდენტი ჯეფრი იანგი მოახლოებული არჩევნების წინ ამერიკაში სოციალური მედის შესახებ დეტალებს არკვევდა.
პოლიტიკური კამპანიების დიდი ნაწილი გამოსვლების, შეკრებების და გაზეთების მეშვეობით ხორციელდება. ამომრჩევლამდე ინფორმაციის მიღწევის სწრაფი საშუალება ტელევიზია და რადიოა. საარჩევნო კამპანიის გზავნილების მიწოდების საშუალებად ბოლო პერიოდში სოციალური მედია იქცა.
ინტერნეტის როლი პოლიტიკურ საქმიანობაში ბოლო 20 წლის მანძილზე განუზომლად გაიზარდა. ინტერნეტი გამოიყენება კანდიდატთა გზავნილებისთვის, ფულის მოსაზიდად და ამომრჩეველთა მოტივაციის ასამაღლებლად. 2008 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ბარაკ ობამას გუნდმა ინტერნეტის რესურსი საარჩევნოდ ყველაზე ეფექტურად გამოიყენა. როგორც პოლიტიკური კომუნიკაციების ანალიტიკოსი პიტერ ფენი ამბობს, ეფექტიც შთამბეჭდავი იყო.
„პირველ რიგში, თუკი შეხედავთ ციფრებს, აბსოლუტურად დაუჯერებელ სურათს დაინახავთ. მას ჰყავდა 4 მილიონი დონორი, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 ამომრჩევლიდან ერთმა მას ფული მისცა. ეს ამერიკულ პოლიტიკაში არასდროს მომხდარა. მეორე, რაც უნდა აღინიშნოს, იყო 16 მილიონამდე ელექტრონული წერილი, რასაც ის ამომრჩევლისგან იღებდა,“ - ამბობს პირტერ ფენი.
2012 წლის საპრეზიდენტო კამპანის დროსაც ორივე კანდიდატი, რესპუბლიკელი მიტ რომნი და ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ინტერნეტის რესურსს აქტიურად იყენებენ, სოციალური მედიის ჩათვლით. თითოეული მათგანი გზავნილის საკუთარ სტრატეგიას ქმნის, ამბობს რომნის საარჩევნო კამპანის ციფრული მედიის ხელმძღვანელი ზაკ მოფატი:
„ვფიქრობ, თვითერი რეალური ურთიერთობის კარგი საშუალებაა. აქ შეგიძლია კონკრეტულ დროს წამოიწყო საუბარი. ვფიქრობ ფეისბუქის გავლენა იმ ღამეს დიდი იქნება. მომხდარ მოვლენაზე ადამიანები მყისიერად რეაგირებენ. მეორე დღეს კი გუგლი გამოვა სცენაზე. ასე რომ ამით შესაძლებელია გარკვეული სტრუქტურის შექმნა,“ - ამბობს მოფატი.
სოციალური მედიით, ამომრჩევლები ასევე რეაგირებენ კანდიდატის განცხადებებზე და შექმნილ ვითარებებზე. განსაკუთრებული შემთხვევები მსოფლიოში უსწრაფესად ვრცელდება. ტონი რომი გაზეთ პოლიტიკოს კორესპონდენტია.
„წარმოიდგინეთ ინფორმაციის რაღაც ნაწილი, რომელიც მუდმივად ტრიალებს. ხდება მისი გაზიარება, გამეორება, ასახვა. ამას ვხედავთ ფეისბუქში, როდესაც მომხმარებელი კანდიდატის შესახებ ამა თუ იმ ახალ ამბავს აზიარებს. შემდეგ კი, ეს ამბავი უკვე გაზეთებში აისახება. ასე რომ ამას უზარმაზარი ეფექტი აქვს,“ - ამბობს რომი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სოციალური მედიის მიზანი ამომრჩევლების მიერ მონაცემთა შეგროვებაა, რითაც საარჩევნო კამპანიის პერსონალიზირება ხდება. კანდიდატი არა მხოლოდ ნაცნობი პიროვნება უნდა იყოს, არამედ მას უნდა ესმოდეს ამომრჩევლის პრობლემები და იყოს მისი მეგობარი. ანალიტიკოსთა თქმით, ეს დღევანდელი და ხვალინდელი პოლიტიკის ნაწილი იქნება.