სობჩაკი: უსაფრთხოდ წასვლის შესაძლებლობის შემთხვევაში, პუტინი თანამდებობას დატოვებს

რუსეთის პრეზიდენტობის პრეტენდენტმა, რუსმა ტელევარსკვლავმა და სოციალურად აქტიურმა ქსენია სობჩაკმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ თუ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საზოგადოებრივი ცხოვრების დატოვების შემთხვევაში პირადი უსაფრთხოების გარანტია მიეცემა, ის პოლიტიკიდან ნებაყოფლობით წავა.

36 წლის სობჩაკის კანდიდატურის მიმართ ოპოზიციის აქტივისტებს და პოლიტიკურ დამკვირვებლებს კითხვები ჰქონდათ. ისინი ეჭვობენ, რომ მისი კამპანია კრემლის გეგმის ნაწილია, რათა ამომრჩევლის აქტიურობა გაიზარდოს და პუტინს შემდგომი 6 წლით თანამდებობის დაკავებაში დაეხმაროს, თუმცა ის პირველი არ არის ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს.

ალექსეი ნავალნიმ, ანტიკორუფციულმა მებრძოლმა, რომელმაც სახელი რუსული კორუფციის წინააღმდეგ გამოსვლებით გაითქვა, მსგავსი დასკვნა რამდენიმე თვის წინ გააკეთა.

სობჩაკმა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების უსისხლო გადაცემა ისე, რომ პუტინის მდიდარი და ძლიერი მოკავშირეები ხელისუფლებაში არ დარჩნენ, უპასუხა, რომ მის წასვლას პოლიტიკურად სტრატეგიული გარდამავალი პროცესი დასჭირდება.