ვაშინგტონის დალესის საერთაშორისო აეროპორტში რეისების უმრავლესობა გაუქმებულია
კონტინენტის ცენტრალური ნაწილიდან სუსხიანმა ქარბუქმა ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში გადაინაცვლა. ქვეყნის დედაქალაქში სასწავლო დაწესებულებები და ფედერალური მთავრობის ოფისები დახურულია.
სინოპტიკოსები თოვლის ძირითად აკუმულირებას უფრო ნაშუადღევისთვის ელიან. ვაშინგტონის მიმდებარე რეგიონებში თოვლის საფარი სავარაუდოდ 25 სანტიმეტრს მიაღწევს. საგანგებო სამსახურები მობილიზებული არიან. ამ ეტაპზე ისინი ქუჩებზე მარილს ყრიან და მოსახლეობას სთხოვენ მანქანებით სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.
ელექტროკომპანია „დომინიონ ფაუერის“ ცნობით, ათასობით ოჯახს სინათლე უკვე აღარ აქვს. ვაშინგტონის დალესის საერთაშორისო აეროპორტში რეისების უმრავლესობა გაუქმებულია.