VEEM გლობალური საგადასახადო ქსელის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის პანდემიას, ამერიკული მცირე ბიზნესების 81%-ზე 12-16 თვიანი გავლენა ექნება. გამოკითხულ კომპანიათა 90% ამბობს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდება.
სანფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანია VEEM-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ათობით მცირე კომპანიებს გაუწიეს დახმარება შეევსოთ საბუთები და მიეღოთ მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარებიდან კუთვნილი თანხა. სულ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცირე ბიზნესის დასახმარებლად 660 მილიარდი დოლარი გამოყო. პანდემიის ეფექტის შესამცირებლად ფედერალურმა მთავრობამ, დაახლოებით, 3 ტრილიონი ამერიკულ დოლარი გამოყო და გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესა.
მცირე ბიზნესის ადმინისტრაფიამ უკვე დაამტკიცა 2.5 მილიონი სესხი, რომელთა ჯამური ოდენობა 536 მილიარდი ამერიკული დოლარია.
ახალი კორონავირუსის პანდემიამ და ვირუსის შესაჩერებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, რომელიც მოსფლიოში უდიდესია, მნიშვნელვანად დააზარალა.
ამის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 15%-მდე გაიზარდა, ხოლო მაისის ბოლოს შესაძლოა ამ მონაცემმა 20%-ს მიაღწიოს.
კრიზისმა მცირე კომპანიებზე და მათ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კომპანიების ნაწილი გადარჩენას ცდილობს, ისინიც კი, ვინც ინტერნეტში საქმიანობენ და გაცილებით უკეთ უმკლავდებიან პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებს. მცირე ბიზნესების ნაწილი ამბობს, რომ პანდემიამ მათ შემოსავლაზე გავლენა უკვე მოახდინა ნაწილი კი გავლენას მომდევნო თვეებში ელოდება.
მცირე ბიზნესის, დაახლოებით, 30% გარემოს ოპტიმისტურად უყურებს. მაგალითად, კომპანია Forzley-ში ამბობენ, რომ ონლაინ მაღაზიების და ელექტრონული მწარმოებლების სხვა საწარმოები ამ პერიოდში უფრო მეტ მოგებას ნახავენ ვიდრე აქამდე.