გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების მხოლოდ 9% უჭერს მხარს ამერიკის მიერ სირიაში სამხედრო ქმედებების განხორციელებას, 60% კი სასტიკი წინააღმდეგია
ამერიკელები ბოლო ათი წლის მანძილზე ომით დაიღალნენ, და ისევ ახსოვთ, რომ ერაყში შეჭრა სადაზვერვო სამსახურების მცდარი მონაცემების საფუძველზე განხორციელდა. ამის გამო სკეპტიციზმი იზრდება სირიის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების დიდი ნაწილი სამხედრო მოქმედებების დაწყებას სირიაში სასტიკად ეწინააღმდეგება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მერედიტ ბუელი ვაშინგტონიდან მოგვითხრობს.
„შოკის და შიშის“ მომგვრელი იყო 2003 წელს გაკეთებული განცხადება, მასიური საბრძოლო ძალის გამოყენების შესახებ, რომელსაც ერაყის სამხედროებზე უნდა მიეტანა იერიში.
ამერიკის მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია მასობრივი განადგურების იარაღის თაობაზე, და არსებობდა სურვილი რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულებულიყო.
თუმცა ომი 2011 წლის ბოლომდე გაგრძელდა, ერაყში ბოლო ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცის ყოფნამდე, სადაც სასტიკი ამბოხება ისევ მძვინვარებდა.
ავღანეთის ომი კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი სამხედროები სხვა კოალიციურ ძალებთან ერთად თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას ახლაც განაგრძობენ.
ამის ფონზე სირიის საკითხი წამოიჭრა.
ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამო გარდაიცვალა ასობით ადამიანი, რის გამოც შეშფოთებული შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ ერთ სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს.
თუმცა გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა სამხედრო მოქმედებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
ვაშინგტონის ინსტიტუტის ექსპერტი დევიდ შენკერი ამ თემაზე საუბრობს.
დევიდ შენკერი: ხალხი ომისგან დაიღალა. მათ გაიარეს ერაყი, ავღანეთი, რამაც შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დაიხარჯა თანხა. მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე იყოს ძალისხმევა მიმართული, და არა სხვა ქვეყნის სკანდალში ჩათრეული.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამერიკელი ხალხის გამოკითხულთა 60 პროცენტი სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების წინააღმდეგია და მხოლოდ 9 პროცენტი უჭერს მხარს საპასუხო ნაბიჯების გადადგმას.
კვინიპაკის ინსტიტუტის სოციოლოგი პიტერ ბრაუნი ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს.
პიტერ ბრაუნი: ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან ამერიკული სამხედრო ძალების მოქმედებების დაწყებას და ნებისმიერი დახმარების გაწევას. თუმცა ეს არ ეხება, დრონების და საზღვაო ძალის გამოყენებას, რადგან ფიქრობენ რომ ასეთი ტიპის იარაღის გამოყენება ამერიკელების სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებს.
მტკიცე წინააღმდეგობა არსებობს მეკავშირეების მხრიდანაც, ამერიკის ყველაზე ახლო მეკავშირე დიდი ბრიტანეთი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
ლონდონის სამეფოს კოლეჯის ექსპერტს ჯეიმს ბოის სკაიპით გავესაუბრეთ.
ჯეიმს ბოი: სახეზეა ომის დაწყების გამალებული სურვილი, თითქოს ჩქარობენ რომ ასადის რეჟიმის საწინააღმდეგოდ სამხედრო ძალა გამოიყენონ. თუმცა არ იკვეთება ცხადი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოხდეს ეს.
ერაყში სამხედრო დარტყმამდე რამდენიმე ხნით ადრე მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს დეტალური ანგარიში წარუდგინა.
თუმცა დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია იქ მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ, საბოლოოდ არ დადასტურდა.
გაზეთ „ბოსტონ გლობის“ ანალიტიკოსი ბრაიან ბენდერი ამ თემაზე საუბრობს.
ბრაინ ბენდერი: ერაყის მაგალითზე, სადაც საუბარი იყო მასობრივი განადგურების იარაღის არსებობაზე, სადაც შედიოდა ბიოლოგიური, ქიმიური და ატომური იარაღიც ომის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა. თუმცა აღმოჩნდა რომ ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს მსგავსი ტიპის იარაღი არ გააჩნდა. ამის გამო მე ვფიქრობ, ძალიან დიდი სკეპტიციზმი იქნება როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც სირიასთან მიმართებაში.
ამგვარად, გასული ომების წლები და სკეპტიციზმი, რომელიც სადაზვერვო მონაცემების შესახებ არსებობს, თეთრი სახლის გადაწყვეტილებებზე სირიაში სამხედრო მოქმედებების დასაწყებად უარყოფით გავლენას ახდენს.