ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველი ვადა, მისივე პარტიის მიერ, კონგრესის ორივე პალატის კონტროლით დაიწყო. ეს სენატის არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა უზრუნველყო.
მკვლევარები ამბობენ, რომ ღრმა და მძაფრი პარტიული დაყოფის ეპოქაში, აღმასრულებელი და საკანონდმებლო ხელისუფლების ერთპარტიული კონტროლი შესაძლოა იშვიათობად ჩანდეს, მაგრამ ერთიანი მთავრობა პრეზიდენტის პირველი ვადის დასაწყისში, განსაკუთრებით დემოკრატი პრეზიდენტების შემთხვევაში, აშშ-ში თითქმის ყოველთვის ნორმად აღიქმებოდა.
ასევე ნახეთ: იმპიჩმენტის გრძელვადიანი შედეგები ამერიკის ისტორიაში21 დემოკრატი პრეზიდენტიდან 16-ის შემთხვევაში, პრეზიდენტობის პირველი ვადის დასაწყისში პარტია კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებდა.
რესპუბლიკელი პრეზიდენტების შემთხვევაში, ამ ფორმის პოლიტიკური განლაგება მამა-შვილი ბუშების, რონალდ რეიგანის, ჯერალდ ფორდისა და რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობისასაც იყო. ამ მხრივ, ამერიკის საპრეზიდენტო ისტორია „პიუს“ კვლევითმა ცენტრმა გამოკვლია.
რაც შეეხება თანამედროვეობას - სენატის მიმდინარე მოწვევა განსაკუთრებულია. ამას ის გარემოება ქმნის, რომ სენატში ორივე პარტია თანაბრად არის წარმოადგენელი - 50-50 სენატორით. მიუხედავად ამისა, პალატას მაინც დემოკრატები აკონტროლებენ, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის.
მართალია, პრეზიდენტობის პირველი ვადის დასაწყისში კონგრესზე ერთპარტიული კონტროლის მოპოვება ნორმად მიიჩნევა, თუმცა 1969 წლიდან დღემდე, ეს კონტროლი შუალედური არჩევნების შემდეგ, მხოლოდ აშშ-ის 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის შემთხვევაში გაგრძელდა. დემოკრატი ჯიმი კარტერი ოვალურ კაბინეტში მხოლოდ ერთი ვადით იყო. მაშინ დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კონტროლი 1977 წლიდან, 1980 წლის ჩათვლით, 2 ვადით შეინარჩუნეს.
კონგრესზე ერთპარტიული კონტროლი რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიას, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას, 2003-2006 წლებში. მაგრამ, არა მისი პრეზიდენტობის დასაწყისში.
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, ასევე დემოკრატებმა ბარაკ ობამამ და ბილ კლინტონმა, პრეზიდენტობის პირველი ვადა, კონგრესში საკუთარი პარტიის მიერ აღებული კონტროლით დაიწყეს.
თითოეული ამ პრეზიდენტის შემთხვევაში, პარტიამ კონგრესის მინიმუმ ერთ პალატაზე კონტროლი შუალედური არჩევნების შემდეგ დაკარგა. დემოკრატი ბილ კლინტონის შემთხვევაში კი, 1994 წელს გამართული შუალედური არჩევნების შედეგად, სენატიც და წარმომადგენელტა პალატაც, რესპუბლიკური უმრავლესობის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
ერთი პარტიის კონტროლი, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ხშირად რამდენიმე სესიის განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაზე ხანგრძლივი ასეთი პერიოდი 26 წელს გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებს პრეზიდენტობა და კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა 1921-1933 წლებში 12 წლით ჰქონდათ, დემოკრატებმა ორივე პალატაზე კონტროლი და პრეზიდენტობა 1933 წელს მოიპოვეს და 1947 წლამდე - 14 წლის განმავლობაში - შეინარჩუნეს.
ამის შემდეგ, რომელიმე პარტიის მიერ, აღმასრულებელ და საკნონმდებლო შტოებზე კონტროლის ხანგრძლივობის მაქსიმალური დრო მხოლოდ 8 წელს ითვლის.
ასევე ნახეთ: ინაუგურაციაკვლევითმა ცენტრმა „პიუმ“ კანონშემოქმედებითი კუთხით, კონგრესის ბოლო 16 სესიის მუშაობა შეისწავლა - 101-ე მოწვევის კონგრესიდან, დღემდე.
კვლევის მიხედვით, სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ხუთი ყველაზე პროდუქტიული სესიიდან ოთხი, პარტიებს შორის გადანაწილებული მმართველობის დროს იყო. კვლევა ამბობს, რომ სამი სესია, რომელმაც კანონშემოქმედებითი პროდუქტიულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, კლინტონის ადმინისტრაციის დროს მოხდა, როცა ერთი პარტია კონგრესის ორივე პალატას არ აკონტროლებდა. საკნონმდებვლო ორგანოს ერთპარტიული კონტროლის შემთხვევაში, ყველაზე პროდიუქტიულად 108-ე კონგრესის მუშაობა მიიჩნევა - 2003-2004 წლებში - ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში.