სინგაპური გეგმავს მისი საჰაერო ფლოტისთვის ამერიკული წარმოების ავიაგამანადგურებლის "ეფ-35" შეძენას, უფრო ძველი მოდელების "ეფ-16" ჩასანაცვლებლად.
ქალაქ-სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფასზე შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. მისი თქმით, სამხედრო თვითმფრინავის ფასი ნელნელა იკლებდა და ახლა 90-115 მილიონს შორის მერყეობს. "ლოკჰიდ მარტინის” ამ ავიაგამანადგურებლის შეძენას ამერიკის კონგრესის თანხმობა სჭირდება.
სინგაპური მომავალი ათწლეულის განმავლობაში მოძველებული მოდელის ახალი ტიპის ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით სრულიად ჩანაცვლებას გეგმავს.