5 დეკემბერს რუსეთის ტერიტორიის ნაწილი არქტიკულმა ციკლონმა მოიცვა. ციმბირში ზოგან ტემპერატურა მინუს 58 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ქალაქი იაკუტსკი მთლიანად გაყინულ ღრუბლებში და ნისლშია ჩაძირული. იაკუტიის ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა. იაკუტსკი კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივ ქალაქად ითვლება.
იაკუტსკი მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთით, დაახლოებით 5000 კილომეტრის მანძილზე. ტემპერატურამ იქ კლება წინა ღამით დაიწყო და მინუს 55-ს გადაცდა. ძლიერი ქარის გამო, მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ სიცივის შეგრძნება უფრო ახლოსაა მინუს 63 გრადუსთან.
ასევე ნახეთ: ციმბირში ტემპერატურა -50 გრადუსამდე დაეცა, მოსკოვში თოვლმა ფრენები შეაფერხა