7 ცნობილი ამბორი ისტორიიდან
პირველი კოცნა ტილოზე - დათარიღებულია დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1500წ.
სიმღერის ტექსტის მიუხედავად. კოცნა ყოველთვის კოცნა არ არის. კოცნა შეიძლება იყოს პოლიტიკური, მათ შორის ქვეყნების მეთაურებს შორის, კოცნა შესაძლოა გახდეს სიმბოლური თუ ის ფილმშია გადაღებული. კოცნის შესახებ ადრეული წერილობითი ცნობები გვხვდება სანსკრიტით დაწერილ ეპოსში, ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებულ ინდურ და ინდუისტურ ლიტერატურაში. ეს ტილო შექმნილია მეოთხე საუკუნეში და ის დასათაურებულია „პირი პირთან მომიტანა და გამოსცა ხმა, რომელიც მე მესიამოვნა“
იუდას კოცნა - დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით
მათესა და მარკოზის სახარებაში გადმოცემულია მომენტი, როცა იუდა ღალატობს იესოს. ნახატი აღწერს მომენტს, როდესაც იუდა კოცნის იესოს, მაშინ როცა მან ის გასცა და სასიკვდილოდ გაიმეტა.
პირველი კოცნა ფილმში
პირველი ადამიანები, რომლებმაც ფილმში ერთმანეთს აკოცეს მეი ირვინი და ჯონ რაისი არიან. პირველი კოცნის კადრი 1896 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში ფიქსირდება.
კოცნა გამარჯვების დღეს თაიმსის მოედანზე
გამარჯვების დღეს გადაღებული ეს ფოტო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრია, რომელიც კოცნის ეპიზოდს ასახავს. ფოტო 1945 წლის 14 აგვისტოს თაიმსის მოედანზე არის გადაღებული. დღეს როცა მეორე მსოფლიო ომის დასრულება გამოცხადდა. ფოტოს ავტორი ალფერდ ეიზენშტატია. კადრში კი მეზღვაური სახელად ჯორჯ მენდოზა და ექთანი გრეტა ზიმერი ჩანან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მენდოზა ნასვამი იყო და ზიმერს დაუკითხავად აკოცა. „ ეს არ იყო ჩემი სურვილი, ბიჭი უბრალოდ მოვიდა და მაკოცა“
პირველი კოცნის კადრი ფილმიდან სადაც ფერადკანიანი ქალი კოცნის თეთრკანიან მამაკაცს
ადრი 1968 წლიდან, მაშინ როცა უილიამ შატნერი და ნიშელ ნიკოლასი კოცნიან ერთმანეთს ფილმში „ვარსკვლავური მოგზაურობა“. ეს არ იყო პირველი რასობრივი კოცნა ამერიკულ ტელევიზიებში, თუმცა როგორც ჩანს მას ყველაზე დიდი კულტურული გავლენა ჰქონდა.
სოციალისტური ამხანაგური კოცნა - თარიღი 1979 წელი
ცივი იმის დროს კომუნისტური სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ერთმანეთს სოციალისტური, ამხანაგური კოცნით ესალმებოდნენ. ისინი ერთმანეთს ლოყაზე და ტუჩებში კოცნიდნენ. ამ ფაქტის ერთ-ერთი ცნობილი გამოვლინება 1979 წლით თარიღდება, როცა ლეონიდ ბრეჟნევი (საბჭოთა ლიდერი) ერიხ ჰონკერს (აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერს) ტუჩებში კოცნის.
ჰომოსექსუალთა ქორწილის დროს პირველი კოცნა
2015 წლის 26 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მასშტაბით ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახადა. ეს კადრი კი ოჰაიოშია გადაღებული იმავე დღეს, მაშინ როცა შავონ სილასმა და კიერა კრიგლერმა იქორწინეს და ერთმანეთს აკოცეს.