ფლორიდის სკოლაზე მიმაგრებულმა სამართალდამცველმა თავდასხმის შესაჩერებლად არ იმოქმედა

წინასწარი ინფორმაციით, შერიფის შეიარაღებულმა თანაშემწემ, რომელიც ფლორიდის იმ სკოლაში მორიგეობდა, სადაც გასულ კვირას მასობრივი მკვლელობის დროს 17 ადამიანი დაიღუპა, თავდასხმის დროს პოზიცია სკოლის შენობის გარეთ დაიკავა და შიგნით არ შევიდა.

ბროვარდის საგრაფოს შერიფმა სკოტ იზრაელმა თქვა, რომ შერიფის თანაშემწე სკოტ პიტერსონი უნდა „შესულიყო, მკვლელს დაპირისპირებოდა და მკვლელი მოეკლა.“

იზრაელმა თქვა, რომ გამოძიების განმავლობაში მან პიტერსონს უფლებამოსილება ხელფასის გარეშე შეუჩერა. თუმცა, შერიფის თანაშემწემ გადადგომა არჩია. მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებული შიდა გამოძიების მსვლელობისას დამატებით ორ ოფიცერს შეეზღუდა მოვალეობები.