სპორტული ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ამერიკული კომპანია „ნაიკი“ აცხადებს, რომ წყვეტს რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას სპონსორობას, რომელსაც სისხლში ნატკოტიკების შემცველობა დაუდასტურდა.
„ნაიკისთან“ ერთად შარაპოვასთან საქმიანი ურთიერთობები შეაჩერეს შვეიცარიულმა საათების მწარმოებელმა „Tag Heuer“-მა და გერმანულმა მანქანამწარმოებელმა კომპანია „პორშემ.“
შარაპოვამ აღიარა, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ღებულობდა მედიკამენტ მელდონიუმს. მისი თქმით, ის აღნიშნულ სტეროიდს 10 წლის განმავლობაში იღებდა და წამლის მიღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული. შარაპოვა ამბობს, რომ ათლეტებისთვის აკრძალული მედიკამენტების სიას მელდონიუმი მხოლოდ წლის დასაწყისში დაემატა, ხოლო თავად ათლეტმა ის იმეილი ვერ ნახა, რომელშიც აკრძალული მედიკამენტების სია იყო მოცემული.