დღეს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარზე“ წარდგენილი ნომინაციები გამოცხადდა. ჰოლივუდის წლევანდელი ფავორიტი აშკარად რეჟისორ გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმაა“. ფილმმა 13 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმის პრიზზე. დაჯილდოების 90-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში 4 მარტს გაიმართება.
ჰოლივუდისთვის შედარებით დაბალი ბიუჯეტის მქონე ფილმი „წყლის ფორმა“ უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ორი ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.