აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სერგეი მაგნიტსკი გაიხსენეს

სერგეი მაგნიცკი

16 ნოემბერს, ცნობილი რუსი ადვოკატის, ტრაგიკულად დაღუპული სერგეი მაგნიცკის გარდაცვალებიდან 6 წელი სრულდება. მაგნიტსკიმ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მილიონობით დოლარის გაფლანგვის კორუფციული გეგმა გამოავლინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პარასკევს გავრცელებული განცხადებით, მაგნიცკის პოლიციელები წინასწარი დაკავების საკანში აწამებდნენ. ერთი წელი ეს ადამიანი სასამართლოსა და ბრალეულობის დამტკიცების გარეშე წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, მის გარდაცვალებამდე ამყოფეს, სიკვდილის შემდეგ, კი ის დანაშაული დაუტკიცეს, რომელიც მანვე რუს მაღალჩინოსნებს შორის გამოავლინა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სერგეი მაგნიტსკი უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა. ამასთან, საგარეო უწყება მიესალმა იმ ადამიანთა დაუღალავ მუშაობას, რომლებიც რუსეთში დანაშაულის გამოვლენისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მუშაობენ.