სერგეი კისლიაკი, რუსეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვეტერანი დიპლომატია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან კისლიაკის შეხვედრების გამო, რუსეთის ელჩის სახელი კონგრესის მოსმენებზე, ვაშინგტონის ოფიციალურ წრეებში და ამერიკულ მედიაში სულ უფრო ხშირად ფიგურირებს.
66 წლის კისლიაკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1977 წლიდან მსახურებს, ამერიკაში რუსეთის ელჩის პოზიცია კი 2008 წლიდან უკავია. სხვადასხვა დროს რუსეთს წარმოადგენდა გაეროში, ნატოში და ბელგიაში. მას ცოლი და ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს. მას მეგობრულ ადამიანად ახასიათებენ, რომელიც ხშირად მართავს ოფიციალურ სადილებს და საუზმეებს, სადაც ვაშინგტონის ოფიციალური წრეების და ჟურნალისტური საზოგადოების წევრები ხშირი სტუმრები არიან.