სერბეთი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

სერბეთი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

გაეროს სასამართლოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლეგიტიმაციას სერბეთის საგარაო საქმეთა მინისტრი დღეს გაეროში გამოეხმაურა.

სერბეთის საგარო საქმეთა მინისტრი ვუკ იერემიჩის განცხადებით, გაეროს სასამართლოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლეგიტიმაცია „არასწორი ინტერპრტაციისთვის საშიშ“ საფუძველს წარმოადგენს.

იერემიჩი სამშაბათს ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა და სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ბატონი იერემიჩის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნის მრავალეროვანი ქვეყნების ერთიანობას, სადაც კოსოვოს პრეცედენტზე დაყრდნობით ეთნიკურ ჯგუფებს დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალება მიეცემათ.

კოსოვოში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ლამბერტო ზანიერის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი შეაყოვნა, მისი თქმით:

„დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის და იქ სტაბილურობის დასამყარებლად.“

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ საერთაშორისო სასამართლომ სარეკომენდაციო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელის საფუძველზეც კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ არღვევს.