სენატორებმა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დაკითხეს

სამშაბათს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამართული ფართო მოსმენების ფარგლებში, ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა, კირსტენ ნილსენმა სენატის კომიტეტს უთხრა, რომ მას არ ახსოვს, „პრეზიდენტი ტრამპის მიერ ამ სიტყვების გამოყენება.“

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას, თეთრ სახლში კანონმდებლებთან გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა დამამცირებელი გამონათქვამები გამოიყენა ჰაიტისა და აფრიკული ქვეყნების მიმართ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია ეს ქვეყნები და იქიდან ამერიკაში ჩამოსული მიგრანტები და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ამ ქვეყნებში მცოხვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი შავკანიანი ადამიანები არიან.

პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, და ამბობს, რომ ეს სიტყვები არ უთქვამს.