სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკონელმა, სამშაბათს არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია. ის საკუთარ მანდატს შეინარჩუნებს. თუმცა, ვინ მოიპოვებს სენატზე კონტროლს, რესპუბლიკელები თუ დემოკრატები, ჯერ ისევ უცნობია.
მანდატების გადანაწილების საკითხი, 12 შტატშია სათუო. თუმცა, 12-დან ხუთი შტატის შედეგები შესაძლოა რამდენი დღის და ზოგიერთ შემთხვევაში, თვის მანძილზეც არ ვიცოდეთ.
მოსახლეობა გადაწყვეტს აირჩევს თუ არა ტრამპის ახლო მხარდამჭერ სენატორებს, როგორიცაა ლინდსი გრემი სამხრეთ კაროლინაში. გაურკვეველია ასევე ზომიერად განწყობილი სიუზან კოლინსის ბედიც.
ასევე ნახეთ: შტატები, რომლებიც კანდიდატებმა მოიგესსენატის 35 მანდატიდან, რომლის ბედიც დღეს წყდება, ჯერ ისევ სათუო 12 რესპუბლიკელის და ორი დემოკრატის ადგილია, გამოცემა „როიტერის“ გათვლებით.
მაკკონელმა კენტუკის შტატში, დემოკრატი ემი მაკფრატი დაამარცხა. მის გამარჯვებას მოელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაკფრარტმა 40 მილიონით მეტი შემოწირულობის მოპოვება შეძლო.
სულ სენატის 100 ადგილიდან, დღეს 35-ის ბედი გადაწყდება. დემოკრატებს აქვთ შანსი სენატი გააკონტროლონ, თუმცა ეს რთული იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ეს უკანასკნელ 10 წელში პირველი შემთხვევა ინქება, მათ მიერ სენატში უმრავლესობის მოპოვების.
არჩევნებზე ასევე წყდება წარმომადგენელთა პალატის 435 კონგრესმენის ბედიც, მოსალოდნელია, რომ კონგრესის ამ პალატაში დემოკრატები უმრავლესობას შეინარჩუნებენ.
ასევე ნახეთ: ვინ გამოავლენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს?სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად, დემოკრატებს რესპუბლიკელთა სამი მანდატის მოპოვება სჭირდებათ. ამ დროისთვის რესპუბლიკელებს 53-47-ზე უმრავლესობა აქვთ.
რესპუბლიკელი სენატორი, კორი გარდნერი, კოლორადოდან ყველაზე მეტად არის მანდატის დაკარგვის საფრთხის ქვეშ. მასთან ერთად გამოწვევის წინაშე, რესპუბლიკური პარტიის პირველი ვადით არჩეული დაახლოებით 10 სენატორია. მათ შორის შემდეგი შტატების სენატორები არიან: ალიასკა, არიზონა, ჯორჯია, აიოვა, მონტანა და ჩრდილოეთ კაროლინა. დემოკრატები დაგ ჯონსის და გარი პეტერსიც პროგნოზებიც ალაბამასა და მიჩიგანში არ გამოიყურება დამაიმედებლად.
ასევე ნახეთ: რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის 2020 წლის არჩევნებზეშედეგების გამოცხადების და დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ ბევრმა ადამიანმა ხმა ფოსტით მისცა და ასევე შესაძლოა ოთხი შტატის შემთხვევაში მეორე ტურები გაიმართოს.
შედეგები შესაძლოა დაგვიანდეს არიზონასა და მეინში, სადაც დემოკრატებს რესპუბლიკელთა მანდატების მოპოვების დიდი შანსი აქვთ. კანდიდატები ასევე ახლოს არიან ჩრდილოეთ კაროლინასა და აიოვაში. მიმომხილველები ამბობენ, რომ დემოკრატებს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი კოლორადოში აქვთ.
ასევე ნახეთ: გამოკითხვები: ამ ეტაპზე სენატს დემოკრატები იგებენ