აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა რიჩარდ ბურმა განაცხადა, რომ კომიტეტი აგრძელებს იმის შესწავლას ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ში, ან რამდენად იყვნენ საიმუმლო კავშირში რუსები და პრეზიდენტ ტრამპის კამპანია-რამაც პრეზიდენტს გამარჯვება მოუტანა. თუმცა ბურმა დასძინა, რომ ამ ისტორიის გამოძიების ნათელი სურათი ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია.
„მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახური ძალიან გამჭრიახი მიზანმიმართული უწყებაა. მე ვისურვებდი, რომ საარჩევნო მოხელეებმა ან ჩვენმა საარჩევნო კამპანიამ ეს მიიღოს სრული სერიოზულობით, განსაკუთრებით კი აშშ-ში მომავალი ნოემბრის არჩევნების და 2018 წლის საარჩევნო არჩევნების მზადების პროცესში,“-თქვა ბურმა. მან ეს კომენტარები სენატის კომიტეტის მიერ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის და ტრამპტთან კონტაქტების შესახებ თავდაპირველი ანგარიშის გამოქვეყნებისას გააკეთა.
კომიტეტის უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა უფრო აგრესიულად უნდა მიუდგეს რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობას, აღნიშნა რა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთმა მიზანში ამოიღო აშშ-ის 21 შტატი, აქედან რამდენიმე შტატში კი კომპიუტერულ სისტემებში შეაღწია.
უორნერმა განაცხადა, რომ ამერიკელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ შეეცდება ჩარევას.