მოსამართლე ნილ გორსაჩს დღეს შეერთებული შტატების სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. გორსაჩი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაასახელა. დამტკიცების შემთხვევაში, ის კონსერვატორ მოსამართლე ენტონინ სკალიას შეცვლის, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.
პარტიული ნიშნით მკვეთრად გაყოფილ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის მოსმენა ორშაბათს დაიწყო. გამხსნელ სიტყვაში ტრამპის ნომინანტს თავისი კონსერვატიული შეხედულებები არ დაუმალავს, რაზეც სენატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელი წევრებისგან აღფრთოვანებული კომენტარები, დემოკრატი კანონმდებლების მხრიდან კი კრიტიკული გამოხმაურება მიიღო.