ვაშინგტონი —
4 სექტემბერს, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტიტეტმა მხარი დაუჭირა სირიაზე, დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სამხედრო იერიშის განხორციელებას.
კომიტეტმა ათი ხმით შვიდის წინააღმდეგ პრეზიდენტის ინიციატივა გაიზიარა.
სენატის რეზოლუცია სირიაში, არა-უმეტეს ოთხმოცდაათ-დღიანი, შეზღუდული სამხედრო კამპანიის განხორციელებას ემხრობა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამერიკელი ჯარები სირიაში არ განლაგდებიან.
სენატის კენჭისყრამდე, ბარაკ ობამამ, რომელიც სტოკჰოლმში აგრძელებს ვიზიტს, თქვა, რომ თუ სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას საპასუხო რეაქცია არ მოჰყვა, საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობის საკითხი სათუო გახდება.
ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იცრუა, როცა მან თქვა, რომ ალ-ყაიდას სირიის ოპოზიციის დამატებითი ინფილტრაცია არ მოუხდენია. პუტინმა დასძინა, რომ კონგრესის თანხმობის შემთხვევაში ამერიკის საკანონმდებლო ორგანო, გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე,
"აგრესიაზე" გასცემს სანქციას