აშშ-ის სენატმა ბერნსი სადაზვერვო სააგენტოს უფროსად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე უილიამ ბერნსი დაამტკიცა. მის კანდიდატურას ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

ბერნსი, მოსკოვში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კარიერული დიპლომატია. ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში უილიამ ბერნსს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტი ეკავა.

ამ პოსტზე დამტკიცებამდე, მან თქვა, რომ სააგენტოში ის ოთხ პრიორიტეტზე იმუშავებს: ჩინეთი, ტექნოლოგიები, ხალხი და პარტნიორობები.

აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი უორნერი მიესალმა ბერნსის დამტკიცებას და ქებით მოიხსენია მისი გამოცდილება და წარსული მოღვაწეობა.