როგორც მოსალოდნელი იყო აშშ-ის სენატმა უარყო 2013 წლის 5 განსხვავებული საბიუჯეტო გეგმა. ერთ-ერთი მათგანი კი სარკისებური ანარეკლია იმ ბიუჯეტისა, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამა წარადგინა.
კანონმდებლებმა ერთსულოვნება გამოიჩენეს, როგორც რესპუბლიკელთა მიერ შედგენილი, ისე პრეზიდენტის გეგმის დაბლოკვის დროს. 99 არცერთის წინააღმდეგ, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ერთგვარი პოლიტიკური ოინი იყო, რადგანაც შარშან მიღებული კანონი ვალის ზღვარის შესახებ უკვე შეიცავდა ხარჯვის შეზღუდვებს.