მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ პროევროპულად განწყობილმა კანდიდატმა მაია სანდუმ მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს მცირე უპირატესობით, 4 პროცენტით გაუსწრო.
პირველ ტურში გამარჯვებისთვის ხმების 50 პროცენტზე მეტი იყო საჭირო, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება ვერ შეძლო. მაია სანდუმ 36.1 პროცენტი მიიღო, იგორ დოდონმაკი 32.66 პროცენტი.
მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ: მოლდოვის პრეზიდენტი პრორუსული კანდიდატი ხდება
პრეზიდენტი დოდონი ქვეყნის პრორუსული ორიენტაციისაა, ყოფილი პრემიერი მაია სანდუ კი ევროპულ კურსს ემხრობა და სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს.
მოლდოვის 3.5 მილიონიანი მოსახლეობის ერთ ნაწილს რუსეთთან მტკიცე ურთიერთობა სურს, მეორე ნაწილი კი ევროპასთან დაახლოების მომხრეა.
მოლდოვაში 2016 წელს გამართულ არჩევნებსაც ორი ტური დასჭირდა და მაშინ დოდონმა სანდუ დაამარცხა.